ფრე ქართველების გარეშე - „ლეხი“ „ლეგნიცას“ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე ქართველების გარეშე - „ლეხი“ „ლეგნიცას“ დაუზავდა #1TVSPORT

პოზნანის „ლეხმა“ სეზონი სტუმრად „ლეგნიცასთან“ პოლონეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის გამოტოვებული შეხვედრით განაახალა და ქართველების გარეშე ფრედ – 2:2 ითამაშა.

პოზნანელთა ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან დენ ბრომი პირველ წრეში გიორგი წიტაიშვილს არ სწყალობდა და უფრო ხშირად შეცვლაზე ათამაშებდა. თუმცა, ძირითად შემადგენლობაში ნიკა კვეკვესკირი მაინც ხვდებოდა. ამჯერად ნიდერლანდელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების ორივე საკვანძო ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის დატოვა.

ანგარიში მასპინძლებმა მე-16 წუთზე ლუჩანო ნარსინგის გოლით გახსნეს. „ლეხმა“ წონასწორობა ფილიპ მარჩვინსკის გოლით აღადგინა, ხოლო მიხალ იშჩაკმა 67-ე წუთზე პენალტით სტუმრები დააწინაურა. იანის მასურასის გოლმა (76) „ლეხს“ 3 ქულის მოპოვების იმედი გადაუწურა – 2:2.

პოზნანის „ლეხი“, რომელმაც ევროთასებზე მონაწილეობის გამო საშემოდგომო ეტაპი ცუდად დაიწყო, 18 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა.