ფრე ქართველების დაპირისპირებაში
ფრე ქართველების დაპირისპირებაში

რუსეთის ჩემპიონატში 26-ე ტურის მატჩები გაიმართა – ქალაქ უფას „ნეფთიანიკის“ სტადიონზე ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველები თამაშობენ – „უფამ“ ყაზანის „რუბინი“ მიიღო და მატჩი ფრედ დაასრულა.

„უფას“ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ, ხოლო 86-ე წუთზე შეცვლაზე ნიკოლოზ გიორგობიანი გამოჩნდა. ყაზანელთა შემადგენლობაში კი ორივე ქართველი იყო – ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს. 88-ე წუთზე „რუბინის“ მწვრთნელმა დავითაშვილი დაასვენა.

25 ტურის შემდეგ „უფამ“ 32 ქულა დააგროვა, მოსკოვის „სპარტაკს“ დაეწია და მე-6 ადგილზეა, ხოლო „რუბინმა“ გასვლაზე მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა და 27 ქულით მე-12 ადგილზეა, რაც ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსს უტოვებს.