ფრე ქართველების დაპირისპირებაში - „კრაკოვია“ „ლეხს“ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე ქართველების დაპირისპირებაში - „კრაკოვია“ „ლეხს“ დაუზავდა #1TVSPORT

პოლონეთის ჩემპიონატში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირისპირდნენ – ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ ნიკა კვეკვესკირის „ლეხს“ შეხვდა და ქულას დასჯერდა.

საინტერესოა, რომ მცირე ხნის წინ ორივე ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო, მაგრამ მოედანს დაუბრუნდნენ და ამჯერად ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში მოუხდათ – კაკაბაძემ 6,7 ქულა მიიღო, ხოლო კვეკვესკირმა – 6,9 ქულა.

ექსტრაკლასას მე-13 ტურის შეხვედრას კრაკოველებმა უმასპინძლეს. პირველი ტაიმის ბოლოს სტუმრები დაწინაურდნენ – „ლეხიას“ შეტევა 45+1-ე წუთზე კრისტოფერ ველდემ დააგვირგვინა და პოზნანელებმა ტაიმი 0:1 მოიგეს.

მეორე ტაიმში „კრაკოვია“ თამაშის გადარჩენას შეეცადა და ეს მე-80 წუთზე გატანილი გოლით შეძლო, წონასწორობა შეტევაში ჩართულმა მასპინძელთა რუმინელმა მცველმა, ვირჯილ გიტამ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

პოლონეთის ექსტრაკლასაში გამართული 13 ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 15 ქულა დააგროვა და მე-11 პოზიციაზეა, ხოლო პოზნანისლეხი“ (25) მესამე ადგილზეა.