ფრე პირველ სპარინგში - „ტორპედო“ „საბურთალოს“ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე პირველ სპარინგში - „ტორპედო“ „საბურთალოს“ დაუზავდა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ზაფხულის მოსამზადებელ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ეროვნული ლიგის მესამეადგილოსანსაბურთალოსთან“ გამართა. თბილისში, დიღმის ოლიმპიური კომპლექსის მოედანზე მატჩი 1:1 დასრულდა.

ქუთაისელთა ლეგიონერები, ფადი ზიდანი და მეჰდი ბოუკასი გუნდს შეკრებაზე დაგვიანებით შეუერთდნენ და ამიტომ არ ითამაშეს. ალექს ბენგალა გამოსაცდელი პერიოდითაა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.

პირველ ტაიმში ანგარიში „ტორპედოს“ახალწვეულის, ლევან წოწონავას გადაცემით ლაშა ჩალაძემ გახსნა. „საბურთალო“ მეორე ტაიმში უპირატესობას ფლობდა და ოგაგა ოდუკოს გადაცემით დმიტრი მანდრიჩენკომ წონასწორობა აღადგინა.

„საბურთალო“ – „ლოკომოტივი“ 1:1

გოლები: 0:1 ჩალაძე , 1:1 მანდრიჩენკო

„საბურთალო“: გოშაძე, მალი, მუდრაკი, ჯგერენაია, რუხაძე, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, ძებნიაური, გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი, ლ. ნონიკაშვილი,

მეორე ტაიმი: გოშაძე, ჩაჩუა, კაკუბავა, ცნობილაძე, ოდუკო, გეგუჩაძე, მადრიჩენკო, შ. ნონიკაშვილი, შულაია, კვერნაძე, გულიაშვილი

„ტორპედო“: შოვნაძე, ტაბატაძე, თ. გრიგალაშვილი, ქაფიანიძე, ნადარაია, წოოწნავა, ბენგალა, ძარია, რეკიში, ჩაგრეგიშვილი, ჩალაძე

მეორე ტაიმი: ჰამზიჩი, მირცხულავა, მამასახლისი, გოგლიჩიძე, ფიფია, თოდუა, აბულაძე, უგრეხელიძე, ელბაქიძე, მჟავანაძე, ა. თევზაძე