ფრე მეორე მატჩშიც - „დინამო“ „ნაპრედაკს“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეორედაც ფრედ ითამაშა. კახა ცხადაძის გუნდი ამჯერად სერბული სუპერლიგის მეხუთე ადგილოსანს, კრუშავეცისნაპრედაკს“ დაუპირისპირდა და მატჩი 1:1 დაასრულა.

ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. თბილისელებმა პირველივე წუთებში ორი ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და მალე დაისაჯნენ. ანგარიში მე-8 წუთზე სერბებმა დინამოელთა მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი თამაშის შედეგად, სრდიან კოჩიჩის გოლით გახსნეს.

ამის შემდეგ თბილისელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და 43-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – გიორგი გაბედავამ მახვილი კუთხიდან გაიტანა.

​მეორე ნახევარში სათამაშო სცენარი დიდ არ შეცვლილა, ინიციატივას „დინამო“ ფლობდა, მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ცუდი მატჩი არ ჩავატარეთ და გუნდს ეტყობა, რომ მომატება შეგვიძლია. ჯერ ბევრი რამე დასახვეწია, თუმცა ამ შეხვედრაში ბევრი მომენტი შევქმენით და დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეგვეძლო. გამარჯვება ყოველთვის კარგია, თუმცა ტესტ-მატჩებში ანგარიშს ნაკლები ყურადღება ექცევა, მთავარია, მოცემული დავალებების ზუსტად შესრულება, ყურადღების გამახვილება კონკრეტულ დეტალებზე. დღეს წინა თამაშთან შედარებით უფრო გამოჩნდა, რომ გუნდი ნელ-ნელა იმ ხარისხს მიაღწევს, რაც ჩემპიონატის დაწყებამდეა დასახული“, – განაცხადა მატჩის შემდეგ გიორგი გაბედავამ.

დინამო თბილისი – ნაპრედაკი 1:1

გოლები: 0:1 კოჩიჩი (1:1 გაბედავა (43)

​დინამო თბილისი: პრიეტო, ბენიო, პაპავა, ჯანგიძე, გვიშიანი, ხარაბაძე, მოისწრაფიშვილი, ლომინაძე, გაბედავა, ანტილევსკი, იობაშვილი ​

შეცვლაზე გამოვიდნენ: კერესელიძე, მაისურაძე, კალანდაძე, ხვადაგიანი, ოსეი, მექვაბიშვილი, სხირტლაძე, ბილენკი

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე

„დინამო თბილისი“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას პირველ თებერვალს ბულგარეთის ჩემპიონის რაზგრადისლუდოგორეცის“ წინააღმდეგ გამართავს.