ფრე კონკურენტთან - ქეცბაიას „ანორთოსისი“ ჩემპიონს დაუზავდა #1TVSPORT
ფრე კონკურენტთან - ქეცბაიას „ანორთოსისი“ ჩემპიონს დაუზავდა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქეს, მოქმედ ჩემპიონს, ნიქოზიას „ომონიას“ დაუპირისპირდა და ქულა მოიპოვა.

გიორგი ლორია „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. ანგარიში 25-ე წუთზე „ომონიამ“ გახსნა. პირველივე კარგი შესაძლებლობით იან ლესიაკმა ისარგებლა და სტუმრები უძლიერესი შორეული დარტყმით დააწინაურა. 37-ე წუთზე ქეცბაიას გუნდმა რეალური საგოლე მომენტი შექმნა, რომლის რეალიზაციაც ბლაზ ვერჰოვეცმა მოახერხა.

ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა. საქმე არც ლორიას აკლდა. გიორგიმ 89-ე წუთზე გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა, როდესაც პირისპირ დარჩენილ ერნეტს ასანტეს დარტყმა მოიგერია. ლორიამ 45-ე წუთზე შორეული გადაცემით მწვავე შეტევა წამოიწყო – „ანორთოსისის“ შემტევი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ შანსით ვერ ისარგებლა.

კარი საიმედოდ დაიცვა „ომონიას“ კიპერმა ფაბიანომაც და საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.

19 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 17 ქულით მე-6 ადგილზეა და „ომონიას“ ქულით ჩამორჩება. თუმცა თემურ ქეცბაიას გუნდს 2 გადადებული მატჩი აქვს ჩასატარებელი და პოზიციის გაუმჯობესების შანსი გააჩნია.