ფრე კონკურენტთან - დავითაშვილის „ბორდომ“ სტუმრად ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ფრე კონკურენტთან - დავითაშვილის „ბორდომ“ სტუმრად ქულა მოიპოვა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად უშუალო კონკურენტს, „სოშოს“ დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა – 1:1.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების შემტევი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 85 წუთი ითამაშა. დავითაშვილის გუნდმა მატჩი შესანიშნავად დაიწყო და 30-ე წუთზე დილან ბაკვას გოლით დაწინაურდა.

სტუმრების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. მე-40 წუთზე, „სოშოს“ შეტევა ზუსტი დარტყმით გაეტან ვაისბეკმა დააგვირგვინა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ – 1:1.

მეორე ტაიმში, გუნდების მცდელობის მიუხედავად, მეტოქეებმა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს, ანგარიში აღარ შეცვლილა, მატჩი ფრედ დასრულდა და გუნდებმა სატურნირო ცხრილში პოზიციები შეინარჩუნეს – „ბორდო“ 47 ქულით მეორე ადგილზეა, „სოშო“ (46) კი – მესამეზე, მაგრამ სტუმრად კონკურენტთან მოპოვებული ფრე აქტივში „ბორდოს“ უფრო ჩაეწერება.

გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ (44), რომელიც მეოთხე ადგილზეა, ტურის შეხვედრას გათამაშების ლიდერ „ლე ავრთან“ (55) გამართავს. ქართველი თავდამსხმელის გუნდი მეტოქეს 13 მარტს საკუთარ სტადიონზე მიიღებს.