ფრე „კავკასიონ არენაზე“ - გადადებულ შეხვედრაში გოლი არ გასულა #1TVSPORT
ფრე „კავკასიონ არენაზე“ - გადადებულ შეხვედრაში გოლი არ გასულა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-3 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა – საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ „კავკასიონი არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალს” უმასპინძლა და ვერ დაამარცხა.

ეს „თელავისთვის“ მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო შეხვედრა იყო, რომელსაც კახური კლუბის გულშემატკივრები დიდი იმედით ელოდნენ. მაგრამ წყალტუბოს „სამგურალმა“ მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია – არც არის გასაკვირი – წყალტუბოს კლუბს გიორგი მიქაძე წვრთნის, რომელიც გასულ სეზონში „თელავის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იყო.

შეხვედრა საგოლე მომენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა, ყველაზე რეალური საგოლე მომენტი „თელავმა“ შექმნა, მაგრამ მასპინძელთა კაპიტნის, ანტონ თოლორდავას დარტყმა ძელს მოხვდა და „სამგურალი“ გადარჩა, მატჩი კი 0:0 დასრულდა.

ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ ორივე გუნდმა 8-8 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებენ.