ფრე ევროსაგზურის კონკურენტთა მატჩში - „ტორპედო“ „საბურთალოს“ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე ევროსაგზურის კონკურენტთა მატჩში - „ტორპედო“ „საბურთალოს“ დაუზავდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგის 30-ე ტურის მატჩში ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა ევროსაგზურისთის მებრძოლ გუნდებს უმასპინძლა – ქუთაისის „ტორპედომ“ „საბურთალო“ მიიღო და ფრეს დასჯერდა – 1:1.

39-ე წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით კუთხური დაინიშნა, რომელიც გია მანჯგალაძემ მოაწოდა, მცველებს ნიკა სანდოხაძემ დაასწრო და თავური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა – 1:0.

„საბურთალომ“ იბრძოლა და ანგარიშის გათანაბრება შევენებამდე მოახრეხა. 45+3-ე წუთზე მასპინძელთა კარისკენ დანიშნული საჯარიმო იური ტაბატაძემ ძლიერად დაარტყა და „ტორპედოს“ კარი აიღო. ანაგრიში აღარ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 1:1.

30 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედო“ 45 ქულით მეხეთე პოზიციაზეა, „საბურთალო“ (44) – მეექვსეზე. ორივე გუნდი ჩამორჩება წყალტუბოს „სამგურალს“ (48) და გორის „დილას“ (46), მაგრამ ევროსაგზურის შანსებს ინარჩუნებს.