ფრე „დინამო არენაზე“ - „გაგრა“ „თელავს“ დაუზავდა #1TVSPORT
ფრე „დინამო არენაზე“ - „გაგრა“ „თელავს“ დაუზავდა #1TVSPORT

გუნდების უმრალვესობისგან გასხვავებით, „გაგრამ“ და „თელავმა“ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა გამართეს და სანახაობრივი მატჩი ფრედ დასრულდა.

„დინამო არენაზე” გამართული დაპირისპირება საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. მე-6 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მათე კვირკვიას ჩაწოდებული ბურთი მცველმა მოიგერია, საჯარიმოსთან ბურთი თემურ შონიას მიუგორდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით „გაგრა“ დააწინაურა 1:0.

„თელავმა“ ანგარიში მალე გაათანაბრა. მე-11 წუთზე საჯარიმოში თელაველთა კაპიტანი ანტონ თოლორდავა წააქციეს და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. ჯარიმა გურამ გოშთელიანმა დაარტყა – მეკარე ბექა ქურდაძემ პენალტი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ფირუზ მარაქველიძემ გაიტანა 1:1.

ტაიმის ბოლოს „თელავი“ წინ გავიდა. 43-ე წუთზე გიორგი კვერნაძე საჯარიმოში ოთხ მცველს გაცდა, მეხუთეს დაასწრო და სტუმრები დაააწინაურა 2:1. აღსანიშნავია, რომ 19 წლის თავდამსხმელმა ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში მეორე გოლი გაიტანა.

„გაგრამ“ შესვენების შემდეგ თამაშის გამოსწორება სცადა და 64-ე წუთზე პენალტი უკვე „თელავის“’ კარში დაინიშნა, როდესაც გამოცდილი მათე ვაწაძე საჯარიმოში ანტონ თოლორდავამ წააქცია, თერთმეტმეტრიანი კი „გაგრას“ კაპიტანმა ვასილ ხოსიტაშვილმა უნაკლოდ გამოიყენა 2:2.

საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა 2:2 და 4 ტურის შემდეგ ორივე გუნდმა 7-7 ქულა დააგროვა, ქულებით ბათუმის „დინამოს“ და „საბურთალოს“ გაუთანაბრდნენ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე „თელავია“, ხოლო „გაგრა“ – მესამეზე.