ფრე ბოლო წამზე - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ფრე ბოლო წამზე - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა გასვლაზე „პაფოსთან“ გამართა და მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2.

მატჩის ბედი, რომელიც დაძაბულად წარიმართა, ბოლო წამებზე გადაწყდა. გიორგი ლორია „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „პაფოსმა“ თავიდანვე შეუტია – პირველ წუთზე ლორიას კარს დუგლას აურელიო დაემუქრა. „ანორთოსისი“ მაინც ვერ გამოფხიზლდა და მე-7 წუთზე დუგლას აურელიომ „პაფოსი“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში ქეცბაიას გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. 52-ე წუთზე დემეტრის ქრისტოფიმ პენალტი შეასრულა და ბურთი ბადეში გააგზავნა. 90+1-ე წუთზე „პაფოსის“ თავდამსხმელმა ჟაირომ ლორიას კარი მეორედ აიღო და მასპინძლები ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, მაგრამ საბოლოო შედეგი 90+7-ე წუთზე ლაზაროს ქრისტოდულოპულოსმა დააფიქსირა და „ანორთოსისმა“ ქულა გადაარჩინა – 2:2.

25 ტურის შემდეგ „ანორთოსისმა“ 40 ქულა დააგროვა და ფინალურ ოთხეულში მე-4 ადგილზე დაწინაურდა და ლიდერებს დიდად არ ჩამორჩება.