ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას არ ესწრება. ფრაქციის წევრები რეგლამენტით გათვალისწინებულ ბოიკოტს მიმართავენ. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მიმართავს.

როგორც ფრაქციაში აცხადებენ, რადგანაც საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების რეგლამენტი არ ითვალისწინებს ინტერაქციულ დისკურსს და უმეტესად რჩება ფორმალურ პროცესად, არ მიაჩნიათ შინაარსობრივად საინტერესოდ ამ განხილვაში მონაწილეობა.

„ვერ იქნება გაცემული პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას პრეზიდენტის მიმართ დაუგროვდა“, – მიაჩნიათ ფრაქციაში.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიურ მოხსენებას დღეს წარუდგენს.