ფრანსუა ბაირუ - საფრანგეთს სჭირდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რათა გაუმკლავდეს დესტაბილიზაციის ცუნამის, რომელიც მოიცავს აგრესიულ რუსეთს და ტრამპის მიერ გამოწვეულ სავაჭრო ომს
ფრანსუა ბაირუ - საფრანგეთს სჭირდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რათა გაუმკლავდეს დესტაბილიზაციის ცუნამის, რომელიც მოიცავს აგრესიულ რუსეთს და ტრამპის მიერ გამოწვეულ სავაჭრო ომს

საფრანგეთს სასწრაფოდ სჭირდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, რათა გაუმკლავდეს დესტაბილიზაციის ცუნამის, რომელიც მოიცავს აგრესიულ რუსეთს და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოწვეულ სავაჭრო ომს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ განაცხადა.

ბაირუს თქმით, ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებითა და ტრადიციული მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებებით გამოწვეულმა არეულობამ მსოფლიოში ნდობა შეარყია.

ბაირუმ აღნიშნა, რომ საფრანგეთის მზარდი ვალი და ევროპელ პარტნიორებთან შედარებით უფრო დიდი ბიუჯეტის დეფიციტი ქვეყანას მოწყვლადს ხდის.

„აშშ-ის პრეზიდენტმა დაიწყო ქარიშხალი, რომლის შედეგებიც უახლოეს მომავალში არ დასრულდება. თითქოს ომი არ იყოს საკმარისი, დესტაბილიზაციის ცუნამიმ შეარყია პლანეტა“, – განაცხადა ბაირუმ.