საფრანგეთის პრემიერი ფრანსუა ბაირუ – ილონ მასკი საფრთხეს უქმნის დემოკრატიებს

02:19, 28.01.2025

ილონ მასკი საფრთხეს უქმნის დემოკრატიებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ განაცხადა.

„ილონ მასკი საფრთხეს უქმნის დემოკრატიებს. ფულმა არ უნდა მისცეს სინდისის მართვის უფლება“, – განაცხადა ბაირუმ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ილონ მასკი გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამართულ შეხვედრას ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთო და პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

მსგავსი