ფრანს ტიმერმანსი - კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით პოლონეთში ვითარება გაუარესდა
ფრანს ტიმერმანსი - კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით პოლონეთში ვითარება გაუარესდა

კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით პოლონეთში ვითარება გაუარესდა, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა.

ტიმერმანსის თქმით, პოლონეთის ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს რეფორმირების პროცესი არ შეუჩერებია და პირიქით, სასამართლოში მოსამართლეების წარდგენა დააჩქარა.

„სწორედ ამ მიზეზით დადგა დღის წესრიგში შიდა ზომების მიღება, რაც შესაძლოა, ძალიან მალე ამოქმედდეს, თუმცა ეს ევროკავშირის სასამართლოს ხელშია. მე ჯერ კიდევ არ შემიძლია ვთქვა, მიიღებს თუ არა პოლონეთის მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი შეშფოთების მიზეზია“, – აღნიშნა ტიმერმანსმა.

ევროკაშირის ლიდერების ნაწილი პოლონეთს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შესუსტებაში სდებს ბრალს. პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის კრიტიკას არ იღებს და ამტკიცებს, რომ აღნიშნული საკითხი ეროვნულ დონეზე უნდა გადაწყდეს და ევროკავშირი მასში არ უნდა ჩაერიოს.