„ფრანს ფუტბოლმა“ ოქროს ბურთის 30 ნომინანტი დაასახელა
„ფრანს ფუტბოლმა“ ოქროს ბურთის 30 ნომინანტი დაასახელა

ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“  2019 წლის „ოქროს ბურთზე“ წარდგენილი 30 ნომინანტი დაასახელა.

დაფიქსირდა უნიკალური შემთხვევა – ამ სიაში არ აღმოჩნდა 2018 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი, „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი.

ასევე, პრიზისთვის ვერ იბრძოლებენ ნეიმარი (პსჟ), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) და ჰარი კეინი (ტოტენჰემი).

„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა სრული სია ასეთია:

სადიო მანე (სენეგალი, ლივერპული)

სერხიო აგუერო (არგენტინა, მანჩესტერ სიტი)

ფრენკი დე იონგი (ჰოლანდია, ბარსელონა)

უგო ლორისი (საფრანგეთი, ტოტენჰემი)

დუშან ტადიჩი (სერბეთი, აიაქსი)

კილიან მბაპე (საფრანგეთი, პარი სენ-ჟერმენი)

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ინგლისი, ლივერპული)

დონი ვან დე ბეეკი (ჰოლანდია, აიაქსი)

პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი, არსენალი)

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია, ბარსელონა)

კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, იუვენტუსი)

ალისონი (ბრაზილია, ლივერპული)

მატეის დე ლიგტი (ჰოლანდია, იუვენტუსი)

ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი, რეალი)

ჯორჯინიო ვიინალდუმი (ჰოლანდია, ლივერპული)

ვირჯილ ვან დეიკი (ჰოლანდია, ლივერპული)

ბერნარდო სილვა (პორტუგალია, მანჩესტერ სიტი)

ჰეონ-მინ სონი (კორეა, ტოტენჰემი)

რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ბაიერნი)

რობერტო ფირმინო (ბრაზილია, ლივერპული)

ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა)

რიად მაჰრეზი (ალჟირი, მანჩესტერ სიტი)

კევინ დე ბრუინი (ბელგია, მანჩესტერ სიტი)

კალიდუ კულიბალი (სენეგალი, ნაპოლი)

ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი, ბარსელონა)

მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, ლივერპული)

ედენ აზარი (ბელგია, რეალი)

მარკინიოსი (ბრაზილია, პარი სენ-ჟერმენი)

რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი)

ჟოაო ფელიქსი (პორტუგალია, ატლეტიკო)