„ფრანს ფუტბოლმა“ ათწლეულის სიმბოლური ნაკრები წარმოადგინა
„ფრანს ფუტბოლმა“ ათწლეულის სიმბოლური ნაკრები წარმოადგინა
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ გასული ათწლეულის სიმბოლური ნაკრები წარმოადგინა.
2010-19 წლების 11 საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი იყო „ოქროს ბურთის“ ხმის მიცემისას მათი ყოფნა ყოველწლიური რეიტინგის ტოპ-ათეულში.
„ფრანს ფუტბოლის“ ათწლეულის გუნდში მოხვდნენ:
მეკარე – იკერ კასილიასი (ესპანეთი);
მცველები – ფილიპ ლამი (გერმანია), ვირჯილ ვან დეიკი (ჰოლანდია), სერხიო რამოსი (ესპანეთი), მარსელო (ბრაზილია);
ნახევარმცველები – ჩავი (ესპანეთი), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია), ანდრეს ინიესტა (ესპანეთი);
ფორვარდები – ლიონელ მესი (არგენტინა), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), ნეიმარი (ბრაზილია).