„ფრანს ფუტბოლის“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები - დასახელდა კანდიდატთა სია მარჯვენა მცველის პოზიციაზე
„ფრანს ფუტბოლის“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები - დასახელდა კანდიდატთა სია მარჯვენა მცველის პოზიციაზე

ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შედგენა დაიწყო.

სპეციალურმა ჟიურიმ აარჩია 10-10 კანდიდატი 11 პოზიციაზე – მეკარე, მარცხენა მცველი, ორი ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, საყრდენი ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველი, მარცხენა გარემარბი, მარჯვენა გარემარბი და ცენტრალური თავდამსხმელი. საბოლოოდ, მსოფლიოს წამყვანი გამოცემების 170 ჟურნალისტზე მეტი აირჩევს საუკეთესოს თითოეულ სპეციალისტზე.

ადრე დასახელდა 10-10 კანდიდატი მეკარის, მარცხენა მცველისა და ცენტრალური მცველის პოზიციებზე, რის შემდეგაც, ამდენივე კანდიდატი გამოცხადდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე:

ჯუზეპე ბერგომი (იტალია), მანფრედ კალტცი (გერმანია), კაფუ (ბრაზილია), ფილიპ ლამი (გერმანია), კარლოს ალბერტო (ბრაზილია), ვიმ სუურბიერი (ნიდერლანდები), ჯალმა სანტოსი (ბრაზილია), ლილიან ტიურამი (საფრანგეთი), კლაუდიო ჯენტილე (იტალია), ბერტი ფოგთსი (გერმანია).

19 ოქტომბერს დაასახელებენ 10 მარცხენა გარემარბს, 10 ცენტრალურ თავდამსხმელსა და 10 მარჯვენა გარემარბს.