„ფრანს ფუტბოლის“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები - დასახელდა კანდიდატთა სია ცენტრალური მცველის პოზიციაზე
„ფრანს ფუტბოლის“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრები - დასახელდა კანდიდატთა სია ცენტრალური მცველის პოზიციაზე

ავტორიტეტულმა ფრანგულმა ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა“ ყველა დროის სიმბოლური ნაკრების შედგენა დაიწყო.

სპეციალურმა ჟიურიმ აარჩია 10-10 კანდიდატი 11 პოზიციაზე – მეკარე, მარცხენა მცველი, ორი ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი, საყრდენი ნახევარმცველი, შემტევი ნახევარმცველი, მარცხენა გარემარბი, მარჯვენა გარემარბი და ცენტრალური თავდამსხმელი. საბოლოოდ, მსოფლიოს წამყვანი გამოცემების 170 ჟურნალისტზე მეტი აირჩევს საუკეთესოს თითოეულ სპეციალისტზე.

ადრე დასახელდა 10-10 კანდიდატი მეკარისა და მარცხენა მცველის პოზიციაზე, რის შემდეგაც, ამდენივე კანდიდატი გამოცხადდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე:

ფრანკო ბარეზი (იტალია), ბობი მური (ინგლისი), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია), დანიელ პასარელა (არგენტინა), ფაბიო კანავარო (იტალია), მატიას ზამერი (გერმანია), მარსელ დესაი (საფრანგეთი), გაეტანო შირეა (იტალია), რონალდ კუმანი (ნიდერლანდები), სერხიო რამოსი (ესპანეთი).

დატოვე კომენტარი