„ფრანს ფუტბოლი“ - მანე კლოპის სიტყვების გამო გაბრაზებულია და „ლივერპულიდან“ წასვლა სურს
„ფრანს ფუტბოლი“ - მანე კლოპის სიტყვების გამო გაბრაზებულია და „ლივერპულიდან“ წასვლა სურს

„ლივერპულის“ სენეგალელმა ფორვარდმა სადიო მანემ, შესაძლოა, კლუბი სულ მალე დატოვოს.

მანე „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის სიტყვებზე გაბრაზდა. კერძოდ, გერმანელმა სპეციალისტმა მხარდაჭერა გამოუცხადა ვირჯილ ვან დეიკს „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში მარცხის შემდეგ. „თუ ავიღებთ გასულ სეზონს, არ მახსენდება მცველის უფრო შთამბეჭდავი თამაში, ვიდრე ის, რაც ვირჯილმა აჩვენა. სამართლიანი იქნებოდა, მას რომ ეს პრიზი მოეგო“, – თქვა მაშინ კლოპმა.

როგორც ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“ წერს, ამ სიტყვებმა მანეს იმედგაცრუება გამოიწვია. სენეგალელმაც შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა და „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მეოთხე ადგილი დაიკავა ლიონელ მესის, ვან დეიკისა და კრიშტიანო რონალდოს შემდეგ. ასე რომ, ახლა მანე არ მალავს „ლივერპულიდან“ წასვლის სურვილს. ფეხბურთელზე ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მადრიდის „რეალი“ მიიჩნევა.

სადიო მანეს კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2023 წლის ზაფხულში იწურება. ფორვარდმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.