ფრანკო მასტანტუონომ „რეალთან“ კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ საკლუბო მსოფლიოზე „რივერ პლეიტში“ ითამაშებს #1TVSPORT
არგენტინელი ვუნდერკინდი ფრანკო მასტანტუონო მადრიდის „რეალს“ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.
ჟურნალისტ სესარ ლუის მერლოს ინფორმაციით, ნახევარმცველმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება მადრიდული კლუბისთვის და ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. „რეალს“ ეს ტრანსფერი „რივერ პლეიტიდან“ 45 მილიონი ევრო უჯდება.
მასტანტუონო კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე „რივერ პლეიტის“ შემადგენლობაში იასპარეზებს. ის „რეალს“ 15 აგვისტოს შეუერთდება. წინა დღეს მას 18 წელი შეუსრულდება.