ფრანკო მასტანტუონო მადრიდის „რეალს“ იჯარის წესით დატოვებს #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ არგენტინელ ფეხბურთელს, ფრანკო მასტანტუონოს იჯარის წესით გაუშვებს, თუმცა მისი მომავალი კლუბის ვინაობა ჯერ გაურკვეველია.
როგორც ფაბრიციო რომანო იუწყება, მადრიდელებს მოთამაშის „რივერ პლეიტში“ დაბრუნებას მისი რომელიმე ევროპულ კლუბში განათხოვრება ურჩევნიათ. ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი გამოხატავს, რომელთა შორისაა „ფიორენტინაც“.
მასტანტუონომ „რეალის“ რიგებში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლის გატანა მოახერხა.
18 წლის ფეხბურთელი ასევე არის არგენტინის ნაკრების წევრი და ეროვნული გუნდის რიგებში ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული.