29 მაისს არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადს გამოაქვეყნებს.
როგორც ჟურნალისტმა გასტინ ედულმა სოციალურ ქსელში დაწერა, მადრიდის „რეალის“ გარემარბი ფრანკო მასტანტუონო ვერ მოხვდება არგენტინის ნაკრების საბოლოო შემადგენლობაში.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მოქმედი ჩემპიონი J ჯგუფში ითამაშებს ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებების წინააღმდეგ.