ფრანკო კამოცი - კვარაცხელიამ დაიმსახურა აღიარება, შემდეგი „სკუდეტო“ და სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზია #1TVSPORT
ფრანკო კამოცი - კვარაცხელიამ დაიმსახურა აღიარება, შემდეგი „სკუდეტო“ და სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზია #1TVSPORT

იტალიელი საფეხბურთო აგენტი ფრანკო კამოცი (რომელიც ბევრ ევროპულ გუნდთან თანამშრომლობს) ამბობს, რომ მარტში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას აღიარება სრულიად დამსახურებულია.

მარტში ქართველმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლის“ ფორმით სამი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ხვიჩა სრულად იმსახურებს თვის საუკეთესო მოთამაშის წოდებას. შემდეგი „სკუდეტო“ (იტალიის ჩემპიონატი) და იტალიის სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზია. თამამად ვიტყვი, რომ ახლა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა!” – ამის შესახებ კამოციმ Sport24-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ნაპოლი“ სერია A-ს 27 ტურის შემდეგ ლიდერობს და უახლოეს მეტოქე „ლაციოს“ 19 ქულით უსწრებს. კვარაცხელიამ კი 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.