ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - კორონავირუსის პანდემია კაცობრიობის ტესტია
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - კორონავირუსის პანდემია კაცობრიობის ტესტია

კორონავირუსის პანდემია კაცობრიობის ტესტია, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. მან გერმანელებს მოუწოდა, სოლიდარობა გამოხატონ სხვებისა და ევროპის მიმართ.

„არა. ეს პანდემია არ არის ომი. არც ერები და ჯარისკაცები უპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს არის ჩვენი კაცობრიობის ტესტი. ეს კრიზისი აჩვენებს ადამინების საუკეთესოს და ცუდს. მოდით, ვაჩვენოთ ყველას, რა არის ჩვენში საუკეთესო“, – თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პატივისცემა გამოხატა გერმანული საზოგადოების „უხილავი საყრდენების“, მათ შორის მოლარეების, ავტობუსის და სატვირთო მანქანების მძღოლების, მცხობელების, გლეხებისა და ნარჩენების შემგროვებლების მიმართ.

„საფრთხე ჯერ კიდევ არ არის თავიდან არიდებული. მაგრამ, დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ თითოეულმა თქვენგანმა გადაარჩინა სიცოცხლე და ყოველდღე ეს გრძელდება“, – თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი