ფრანკ კესი ბერგამოს „ატალანტას“ წევრი გახდება #1TVSPORT
კოტდივუარელი ნახევარმცველი ფრანკ კესი ბერგამოს „ატალანტას“ წევრი გახდება, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, მხარეებს შორის შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც კესისა და „იუვენტუსს“ შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ფეხბურთელი „ატალანტას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი ბოლოს საუდის არაბეთის ლიგის გუნდში, „ალ აჰლიში“ ირიცხებოდა – მან კლუბი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
29 წლის ფეხბურთელი „ატალანტას“ ღირსებას 2016/2017 წლების სეზონშიც იცავდა.
🚨⚫️🔵 Franck Kessié returns to Atalanta after leaving Al Ahli and talks collapsed with Juventus today.
Kessié has signed today with Atalanta, deal completed. pic.twitter.com/gmgDr5CiT8
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 29, 2026