ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხდება
ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხდება

„ინტერის“, „აიაქსისა“ და „კრისტალ პალასის“ ყოფილი დამრიგებელი ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნება.

50 წლის სპეციალისტი ქვეყნის საფეხბურთო კავშირთან 2022 წლის ივლისამდე გააფორმებს კონტრაქტს. ოფიციალურად დანიშვნის შესახებ მომდევნო კვირას გამოცხადდება, – დაწერა გაზეთმა „ტელეგრაფმა“.

ამ პოსტზე დე ბური რონალდ კუმანს შეცლის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩაიბარა „ბარსელონა“. დღეისთვის ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია დუაიტ ლოდევეგესი.

ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირი ასევე განიხილავდა ფრანკ რაიკაარდისა და პეტერ ბოსის კანდიდატურებს, მაგრამ პირველმა არ მოისურვა სამწვრთნელო კარიერის განახლება, მეორემ კი „ლევერკუზენში“ დარჩენა არჩია.

ცნობილი ხდება, რომ ფრანკ დე ბურის სამწვრთნელო შტაბში მოხვდება ნაკრების ყოფილი ფორვარდი რუუდ ვან ნისტელროი.

დე ბურის ბოლო სამუშაო ადგილი იყო MLS-ის კლუბი „ატლანტა იუნაიტედი“.