ფრანგულმა გაზეთმა L'Equipe-მა წლის სპორტსმენები გამოავლინა
ფრანგულმა გაზეთმა L'Equipe-მა წლის სპორტსმენები გამოავლინა

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა მამაკაცებსა და ქალებს შორის 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა.
კაცებში საუკეთესოდ ორი ჩოგბურთელი – შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და ესპანელი რაფაელ ნადალი აღიარეს, ქალებში კი ყველას აჯობა ამერიკელმა მოცურავემ კეტი ლედეკიმ.
ფრანგული გამოცემის ვერსიით, 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენთა ტოპ-ათეულებს ასეთი სახე აქვს:

კაცები

1. რაფაელ ნადალი/როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი, ესპანეთი/შვეიცარია)
ნადალი – როლან გაროსისა და აშშ-ის ღიას გამარჯვებული; ფედერერი – ავსტრალიის ღიასა და უიმბლდონის გამარჯვებული; მსოფლიოს პირველი და მეორე ნომრები.

2. მარსელ ჰირშერი (სამთო თხილამურები, ავსტრია)
მსოფლიოს ჩემპიონი გიგანტურ სლალომსა და სლალომში. მსოფლიოს თასის გამარჯვებული.
3. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1, ბრიტანეთი)მსოფლიოს ჩემპიონი.

4. კაელებ დრესელი (ცურვა, აშშ)

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი. აქედან სამი ოქრო ერთ დღეს მოიპოვა.

5. პეტერ საგანი (ველოსპორტი, სლოვაკეთი)
მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მესამე წელს.

6. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი, პორტუგალია).
ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული “რეალის” რიგებში. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფასა და უეფას ვერსიებით და “ოქროს ბურთის” მფლობელი.

7. მადრიდის “რეალი” (ფეხბურთი, ესპანეთი)
ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის ჩემპიონატის, ესპანეთის სუპერთასის, ევროპის სუპერთასისა და კლუბების შორის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.

8. ენტონი ჯოშუა (კრივი, ბრიტანეთი)
სუპერმძიმე წონაში IBF-ის, WBA-სა და IBO-ის ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონი.

9. კევინ დურანტი (კალათბურთი, აშშ)
NBA-ის ჩემპიონი “გოლდენ სტეიტის” რიგებში. ფინალური სერიის MVP.

10. უეიდ ვან ნიკერკი (მძლეოსნობა, სამხრეთ აფრიკა)
მსოფლიოს ჩემპიონი 400 მეტრზე რბენაში, ვერცხლის პრიზიორი 200 მეტრზე რბენაში.

ქალები

1. კეტი ლედეკი (ცურვა, აშშ)
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელი.

2. მიკაელა შიფრინი (სამთო თხილამურები, აშშ)
მსოფლიოს ჩემპიონი სლალომში. მსოფლიოს თასის გამარჯვებული.

3. ნაფისატუ ტიამი (მძლეოსნობა, ბელგია)
მსოფლიოს ჩემპიონი შვიდჭიდში.

4. ლაურა დალმაიერი (ბიატლონი, გერმანია)
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლის მფლობელი.

5. ფედერიკა პელეგრინი (ცურვა, იტალია)
200 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მსოფლიოს ჩემპიონი.

6. მარია ლასიცკენე (მძლეოსნობა, რუსეთი)
მსოფლიოს ჩემპიონი სიმაღლეზე ხტომაში.

7. ევგენია მედვედევა (ფიგურული ციგურაობა, რუსეთი)
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი.

8. ლიკე მარტენსი (ფეხბურთი, ჰოლანდია)
ევროპის ჩემპიონი. ევრო 2017-ის საუკეთესო მოთამაშე. ფიფას ვერსიია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი;

9. ტორი ბოუი (მძლეოსნობა, აშშ)
მსოფლიოს ჩემპიონი 100 მეტრზე რბენასა და 4×100 მეტრზე ესტაფეტაში.

10. პორტია ვუდმენი (რაგბი, ზელანდია)
მსოფლიოს თასის მფლობელი; ტურნირის საუკეთესო მოთამაშე.