ფრანგული პრესა - პსჟ-ში მესის მისვლის შემდეგ, მბაპესა და ნეიმარის ურთიერთობა გაუარესდა #1TVSPORT
ფრანგული პრესა - პსჟ-ში მესის მისვლის შემდეგ, მბაპესა და ნეიმარის ურთიერთობა გაუარესდა #1TVSPORT

ლიონელ მესის გადასვლამ „პარი სენ-ჟერმენში“ იმოქმედა პარიზულ გუნდში სიტუაციაზე, – ამის შესახებ წერს გამოცემა Get French Football News.

ყველაზე დიდი ცვლილება შეეხო კილიან მბაპეს. ფრანგი სწრაფად დაუმეგობრდა ფორვარდ ნეიმარს 2017 წელს განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ, მაგრამ ახლა მასთან ნაკლები ურთიერთობა აქვს, რადგან ბრაზილიელი მესისთან დროის გატარებას ამჯობინებს.

აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში პსჟ-ის შემადგენლობა ორ ჯგუფად იყოფა: ფრანგულად და ესპანურად მოლაპარაკე ფეხბურთელებად. მბაპე მესის მისვლამდე მეორე ჯგუფში იყო, რადგან თბილი ურთიერთობა ჰქონდა ნეიმართან. ბოლო დროს, ის დაცილდა ბრაზილიელს და პირველ კატეგორიაში გადაინაცვლა.

ამავდროულად, მბაპეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს სხვა ახალბედასთან – მცველ აშრაფ ჰაკიმისთან.