ფრანგული პრესა - ნეიმარსა და მბაპეს შორის კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა #1TVSPORT
ფრანგული პრესა - ნეიმარსა და მბაპეს შორის კონფლიქტი ჯერ არ მოგვარებულა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის იმედგაცრუება თანაგუნდელ კილიან მბაპეს მიმართ ჯერ არ ჩამცხრალა. როგორც ფრანგული პრესა წერს, მომავალში ამან შეიძლება იმოქმედოს სიტუაციაზე პარიზული კლუბის გასახდელში.

ინსაიდერების მონაცემებით, მბაპე თავიდანვე განაწყენებული იყო ნეიმარის გაზრდილი გავლენით გუნდზე. თავის მხრივ, ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ მბაპე მეტისმეტად ეგოისტურია მინდორზე და მის მიღმა. ნეიმარის უკმაყოფილება აშკარად გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსთან“ მატჩში, როცა 2:1-ზე მბაპემ პასი არ მისცა თავისუფალ ნეიმარს და კარში თავად დაარტყა.

ნეიმარი ცდილობდა მის ამგვარ განწყობას არ ემოქმედა გასახდელზე. ამ მომენტისთვის ორივე ფორვარდი გუნდის მთავარ მწვრთნელს კრისტოფ გალტიეს ემორჩილება, რომელიც ითხოვს ფეხბურთელებისგან კამერების წინ მეგობრული ურთიერთობა დააფიქსირონ.