ფრანგული მედია – შესაძლოა, კვარაცხელია მოედანს მაისში დაუბრუნდეს #1TVSPORT

12:15, 17.11.2026

„ხვიჩა კვარაცხელია ამბობს, რომ სტრიმერი გახდება და მოედნის მიღმაც გაგვართობს, მოედანს კი, შესაძლოა, სეზონის დასრულებამდე დაუბრუნდეს“, – ასე გამოეხმაურა ფრანგული გვერდი Vipsg-ი „პარი სენ-ჟერმენისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გადაწყვეტილებას.

„„დაახლოებით ექვსი თვე ვერ ვითამაშებ. გამოჯანმრთელების პროცესი კი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს“, – ამბობს კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი დაბრუნებას საუკეთესო შემთხვევაში მაისში გეგმავს, მანამდე კი ახალი გასართობი იპოვა და თქვა: „მე სტრიმერი გავხდები“.

ასე რომ, სეზონის დასრულებამდე ქართველი ვარსკვლავის დაბრუნება შესაძლებელია“, – წერს vipsg-ი.

მსგავსი