ფრანგული მედია - მიქაუტაძესთან ერთად ლიგა 2-ში საუკეთესო „ბორდოს“ კაპიტანია, ძალიან კარგია დავითაშვილიც #1TVSPORT
ფრანგული მედია - მიქაუტაძესთან ერთად ლიგა 2-ში საუკეთესო „ბორდოს“ კაპიტანია, ძალიან კარგია დავითაშვილიც #1TVSPORT

გამოცემა France Bleu Gironde-ის ჟურნალისტი კლემენტ კარპენტიე გამოეხმაურა „ბორდოს“ გამარჯვებას „ვალანსიენთან“ და საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელებში დაასახელა.

„დევიდ გიონმა არ შეცვალა გამარჯვებული გუნდი და იგივე ძირითადი შემადგენლობა დააყენა, რომელიც ორშაბათს „გრენობლთან“ ათამაშა. მან ასევე არ შეცვალა სათამაშო სქემა 4-4-2, სადაც თავდასხმის დუეტს ბაჯი და მაჯა ქმნიან. ჩვენ ეს გამარჯვება დაგვამახსოვრდება არა მხოლოდ შედეგის გამო, არამედ ფეხბურთის ხარისხითაც. ამას კი ბოლო წუთებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

ახლა მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი, რადგან „ბორდო“ უკვე „მეცს“ სამი ქულით უსწრებს. ახლა მთავარია, გუნდმა შეინარჩუნოს სიმშვიდე და თამაში ასევე გააგრძელოს. სხვაგვარად არაფერი გამოვა“, – ამბობს კლემენტ კარპენტიე.

მან კომენტარი გააკეთა ასევე თემაზე, თუ ვინ არის ლიგის საუკეთესო მოთამაშე და მიქაუტაძე ახსენა:

„მიმაჩნია, რომ „ბორდოს“ კაპიტანი იოან ბარბეტი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეა მიქაუტაძესთან ერთად. მე ასევე დავასახელებდი სტიან გრეგერსენსს, ძალიან კარგია ზურიკო დავითაშვილიც“.