ფრანგული მედია დონარუმასა და მიქაუტაძის ინციდენტზე - გიორგი ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, იტალიელი კი გასაძევებელი იყო #1TVSPORT
ფრანგულ მედიაში აქტიურად განიხილავენ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლიონის“ მატჩის (3:1) დროს მომხდარ ინციდენტს, როდესაც გიორგი მიქაუტაძემ ჯან-ლუიჯი დონარუმას ბურთი თავზე ეფექტურად გადაუგდო და გოლი გაიტანა, შემდეგ კი მოთამაშეებს შორის შელაპარაკება მოხდა.
„პარი სენ-ჟერმენის“ იტალიელი მეკარე მწყობრიდან გამოვიდა და ქართველ თავდამსხმელს ხელი ჰკრა. კონფლიქტი პირველი ტაიმის შემდეგ ამოიწურა – გიორგი დონარუმასთან მივიდა და იტალიელს ხელი ჩამორათვა.
თუმცა, გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ამ ეპიზოდში არბიტრი შეცდა, როდესაც ორივე ფეხბურთელი გააფრთხილა. ქომაგების აზრით, ქართველი თავდამსხმელი სასჯელს არ იმსახურებდა, ხოლო დონარუმა გასაძევებელი იყო.
ამ ეპიზოდს გულშემატკივრები პოპულარული ფრანგული გაზეთებისა და ინტერნეტ-გამოცემების (Lequipe, RMC Sport) ფორუმებში განიხილავდნენ.
„მიქაუტაძემ ყვითელი ბარათი რატომ მიიღო?! ის ხომ დონარუმამ წააქცია? მსაჯს იტალიელი მეკარე უნდა გაეძევებინა“.
„ძალიან ცუდი მსაჯობა იყო, რითიც, ძირითადად, „ლიონი“ დაზარალდა“.
„მსაჯი უნდა დაისაჯოს ასეთი შეცდომისთვის, ის ლიგა 2-ში უნდა დააქვეითონ“.

„ფრანგი მსაჯების კიდევ ერთი „შესანიშნავი“ საღამო“.
„მიქაუტაძისთვის ყვითელი ბარათის ჩვენება შეცდომა იყო, მერე გვიკვირს, ევროტურნირზე პარიზელები სასაცილოები რომ არიან, რადგან იქ ნორმალურად მსაჯობენ“.
„სკანდალია, მიქაუტაძეს ყვითელს რომ აჩვენებ და დონარუმას მოედნიდან არ აძევებ“.
„წითელი ბარათი რატომ შემოიღეს, რომ არ აჩვენონ? ისევ მსაჯის გაუგებარი გადაწყვეტილება“.
„დონარუმას საქციელი სამარცხვინოა. პსჟ-ს მსაჯები ჯიბეში „უზის“, იტალიელი წითელ ბარათს იმსახურებდა“.
„ლიგა 1-ში მსაჯობა ამაზრზენია. საფრანგეთის ჩემპიონატში VAR-ი აბსოლუტურად უსარგებლოა. გასაკვირი არ არის, რომ ყოველი ტურის შემდეგ გუნდები არბიტრების გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ“.