ფრანგული მედია - დავითაშვილს უფრო მეტი სიზუსტე მოეთხოვება #1TVSPORT
ფრანგული მედია - დავითაშვილს უფრო მეტი სიზუსტე მოეთხოვება #1TVSPORT

ფრანგულმა გამოცემა Sud Ouest-მა „ბორდოს“ თავდამსხმელებზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ზურიკო დავითაშვილის, ალექს პიტუსა და ჟან ვიპოტნიკის როლზე. გამოცემის შეფასებით, კლუბი და გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ სამეული მეტ შედეგიანობას გამოავლენს.

„სპორტული და ფინანსური ღირებულების გათვალისწინებით, „ბორდოს“ შემტევმა მოთამაშეებმა კარგი თვისებები გამოავლინეს, მაგრამ ჯერ საფრანგეთის ლიგა 2-ში განსაკუთრებული წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ. არადა, ახლა კლუბს ისინი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე.

სამივე ახალგაზრდა საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. „ბორდომ“ მათ ტრანსფერებში სულ ექვსი მილიონი ევრო გადაიხადა და იმედოვნებენ, რომ კლუბს ლიგა 1-ში დაბრუნებაში დაეხმარებიან, ამასთან მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებასაც მოუტანენ.

ამ სამეულიდან ყველაზე გამოცდილი 22 წლის დავითაშვილია. ქართველმა შემტევმა მეტი ეფექტურობა უნდა გამოავლინოს. მისი აქტიურობა, სიღრმიდან წამოწყებული წარმატებული დრიბლინგები არაპროგნოზირებადს ხდის და მოწინააღმდეგეებისთვის მუდმივი საფრთხეა, მაგრამ ზურიკოს უფრო მეტი სიზუსტე მოეთხოვება.

გასული სეზონის გაზაფხულზე და ზაფხულის ბოლოს წარმატებული პერიოდები ჰქონდა. მიუხედავად იმისა, გადამწყვეტი როლის შესრულებით ლიგა 2-ში საუკეთესოზე დაბალი მაჩვენებელი აქვს“, – წერს გამოცემა Sud Ouest-ი.