ფრანგული მედია - დავითაშვილის მემკვიდრედ მიჩნეულ გიორგი აბუაშვილს „გენგამში“ იწვევენ #1TVSPORT
ფრანგული მედია - დავითაშვილის მემკვიდრედ მიჩნეულ გიორგი აბუაშვილს „გენგამში“ იწვევენ #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთის“ თავდამსხმელი, გიორგი აბუაშვილი, სავარაუდოდ, კონტრაქტს საფრანგეთის ლიგა 2-ის „გენგამთან“ გააფორმებს – ინფორმაციას Le Télégramme-ი ავრცელებს.

„შეტევის გაძლიერების მიზნით „გენგამი“ ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელის, 22 წლის გიორგი აბუაშვილის შეძენას გეგმავს. ჟუნიორ მენდეშისსაბრი გენდუზისა და უგო პიკარდის (რომელიც MLS-შიკოლუმბუს კრიუს“ შეუერთდება) წასვლის შემდეგ „გენგამი“, ბუნებრივია, შეტევის ხაზის გაძლიერებას ცდილობს. მათ სატრანსფერო სამიზნეებს შორის ქართველი გიორგი აბუაშვილიც მოხვდა“, – ამტკიცებს გამოცემი ჟურნალისტი.

აბუაშვილის შეძენას „სენტ-ეტიენიც“ აპირებდა – მას ზურიკო დავითაშვილის პოტენციურ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ. ახლა კი კლუბში ნანობენ, რომ ამ ტრანსფერისთვის სათანადოდ არ იმუშვეს – ამ ინფორმაციას Peuple vert-ი ავრცელებს.

„ზურიკო დავითაშვილის შესაძლო წასვლა „სენტ-ეტიენს“ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. კლუბის სკაუტები რამდენიმე შემტევ მოთამაშეს აკვირდებიან. პერსპექტიული ახალგაზრდების მიწვევით ცნობილი კლუბი, სავარაუდოდ, მიდგომას არ შეცვლის.

აბუაშვილმა მიმდინარე სეზონში „კოლხეთი 1913“-ის შემადგენლობაში 18 თამაშში 8 გოლი გაიტანა. „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილის თავდაჯერებულმა თამაშებმა, განსაკუთრებით ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საფრანგეთის წინააღმდეგ, სადაც გოლიც გაიტანა, ​აბუაშვილისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.

მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. მისი სატრანსფერო ფასი 450 ათასი ევროა. ქართველი ფეხბურთელის შეძენა, ზურიკო დავითაშვილის წასვლის შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა – ეს, ამასთანავე, მომავალზე გათვლილი ტრანსფერიც გამოვიდოდა.

თუმცა „სენტ-ეტიენში“ აბუაშვილის გადასვლა ალბათ აღარ გამოვა. პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში „გენგამი“ ფავორიტია -​​ აბუაშვილი ამ კლუბში იოლად გაივლის ადაპტაციის პერიოდს.

იმედია, ეს ჩაშლილი ტრანსფერი „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელობის ამბიციებს არ შეამცირებს – აბუაშვილის მსგავსად, არიან სხვა ნაკლებად ცნობილი და ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც სერიოზულ პროექტს ელოდებიან და შეუძლიათ, კლუბსაც დიდი სამსახური გაუწიონ“, – ამტკიცებს გამოცემა Peuple-vert-ი.