ფრანგული მედია - დავითაშვილი ნამდვილი ცეცხლია, მან შოუ მოაწყო #1TVSPORT
ფრანგული მედია - დავითაშვილი ნამდვილი ცეცხლია, მან შოუ მოაწყო #1TVSPORT

ბორდომ“ ლიგა 2-ის მე-17 ტურის შეხვედრა „სოშოსთან“ 2:1 მოიგო და წელი მეორე ადგილზე დაასრულა. ამ გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, რომელმაც მეორე გოლი გაიტანა – ძალიან ეფექტურიც და საჭიროც.

Webgirondins-მა ყველა მოთამაშე შეაფასა და 21 წლის ქართველი შემტევის როლი ასე დაახასიათა:

„ზურიკო დავითაშვილი ნამდვილი ცეცხლია! მან ცივსისხლიანად შესანიშნავი გოლი გაიტანა. მას შემდეგ, რაც ჩემპიონატი განახლდა, ძალიან აქტიურია. მიმდინარე სეზონში ეს დავითაშვილის მეორე გოლია. ჩვენ მისგან კიდევ მეტს ველით“, – წერს გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

გამოცემა ouest-france-მ კი წერილი გამოაქვეყნა სათაურით: „დავითაშვილმა შოუ მოაწყო“.

„ზურიკო დავითაშვილმა გაიბრწყინა. ქართველმა მარცხენა ფლანგელმა, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა, თავისი სიჩქარითა და ტექნიკით ყველა აიძულა, მასზე ელაპარაკა“, – წერს გამოცემა.

ბორდომ“ ამ გამარჯვებით სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და სატურნირო ცხრილში კონკურენტ „სოშოს“ გაუსწრო. ახლა გუნდი მხოლოდ „ჰავრს“ ჩამორჩება.