ფრანგული გამოცემა - წარმატებული სეზონის შემდეგ მიქაუტაძე „მეცში“ მოტივირებული ბრუნდება #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - წარმატებული სეზონის შემდეგ მიქაუტაძე „მეცში“ მოტივირებული ბრუნდება #1TVSPORT

ფრანგული ინტერნეტ-გამოცემა score „მეცში“ დაბრუნებული საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსებს აფასებს. თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ არაა გამორიცხული, გიორგიმ კარიერა სხვა გუნდში გააგრძელოს.

ბელგიაში იჯარით წასულ ქართველ გიორგი მიქაუტაძეს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. თავდამსხმელი დაბრუნდა „მეცში“ და თავისუფლად შეუძლია მომავალ წელს ლიგა 2-ში ითამაშოს.

„ოლიმპიკის“ აკადემიის შემდეგ, მიქაუტაძე აღმოჩნდა ჯერ „სენ-პრიესტში“, შემდეგ – „მეცში“. პროფესიულ გუნდში დებიუტი 2019 წლის 7 დეკემბერს „ნიცასთან“ ჰქონდა. მოკრძალებულ ბელგიურ კლუბ „სერენში“ ორი სეზონით იჯარით გადასულმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა სოლიდური შედეგიანობა აჩვენა და გუნდი გავარდნისგან იხსნა. მიქაუტაძემ 33 მატჩში 14 გოლი გაიტანა. ფინიშისკენ შედეგიანობა აშკარად გააუმჯობესა მოთამაშემ, რომელიც „მეცში“ ზედმეტად ინდივიდუალისტად ითვლებოდა. ცოტა ხნის წინ კი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში გაიტანა.

მომავალ წელს ლიგა 2-ში დაქვეითებულ „მეცში“ ახალ მოთამაშეებს შანსი მიეცემათ. მას გუნდთან ხელშეკრულება 2025 წლამდე აქვს. 21 წლის თავდამსხმელს შეტევის ხაზში გიჟური კონკურენციაც არ ელის. მხოლოდ იბრაჰიმა ნიანს შეუძლია ქართველ ბომბარდირს შემადგენლობაში გზა გადაუკეტოს. თუმცა, სენეგალის ჩემპიონატში გატანილი 3 გოლი მას მომავალი სეზონის უდავო შემადგენლობის მოთამაშედ ვერ აქცევს. გადამწყვეტი ამხანაგური მატჩები იქნება, თუ რომელი დაიკავებს ადგილს მწვრთნელის რჩეულ თერთმეტეულში. ფაქტია, რომ ბელგიაში შესანიშნავი სეზონის შემდეგ მიქაუტაძე „მეცში“ მოტივირებული ბრუნდება, რომ წარმატებას მიაღწიოს და გუნდს ლიგა 1-ში ასვლაში დაეხმაროს“, – წერს ფრანგული გამოცემა.

დატოვე კომენტარი