ფრანგული გამოცემა - პოჩეტინო „იუნაიტედთან“ საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებს #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - პოჩეტინო „იუნაიტედთან“ საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებს #1TVSPORT

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის შესაძლებლობაზე მუშაობს, – იუწყება Le Parisien.

გამოცემის ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტი მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობასთან საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებს, რადგან ზაფხულში პსჟ-დან წასვლის შემთხვევაში, სხვა ევროპულ გრანდში განაგრძოს მუშაობა.

აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოჩეტინოს მთავარი კონკურენტი „აიაქსის“ დამრიგებელი, ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგია.

მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატს პოჩეტინოს შეგირდები ლიდერობენ, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.