ფრანგული გამოცემა - მიქაუტაძის ბელგიაში დაბრუნება გადაწყდა #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - მიქაუტაძის ბელგიაში დაბრუნება გადაწყდა #1TVSPORT

მეცის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ისევ „სერენში“ ითამაშებს და ბელგიურ კლუბში მას ამჯერადაც იჯარით გაუშვებენ – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა republicain-lorrain ავრცელებს.

La Dernière Heure კი ამტკიცებს, რომ „მეცი“ სხვა გუნდების წინადადებებსაც განიხილავს:

„გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე „სერენის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. თავდამსხმელმა ბელგიის პირველ დივიზიონში მოულოდნელად გაიბრწყინა – კლუბის და ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა 24 თამაშში 22 გოლის გაიტანა და როგორც ჩანს, მან სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმსახურა. კარგი სეზონის შემდეგ, გიორგის ჰქონდა იმედი, რომ საფრანგეთში შანსი მიეცემოდა. მაგრამ ასე არ მოხდა და ჩვენი ინფორმაციით, „სერენი“ ახლა გამოსავალს ეძებს. კლუბის მენეჯმენტს სურს, რომ ახალ სეზონში მიქაუტაძე კვლავ აიყვანოს. „მეციც“ დაინტერესებულია, რომ ქართველს სათამაშო დრო მიეცეს, მაგრამ კლუბში ჯერ სხვა ვარიანტებსაც განიხილავენ“.

თუმცა La Dernière Heure-ს ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ საკითხი გადაწყვეტილია:

„გიორგი მიქაუტაძე კვლავ „სერენს“ შეუერთდება. კვირას, ლიგა 1-ის მორიგ ტურში „რეიმსთან“ (1:1) გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ მწვრთნელმა ფრედერიკ ანტონეტიმ სამატჩო განაცხადშიც არ შეიყვანა. ის არც ტრავმირებულია და არც ავადმყოფობს, რადგან ახალგაზრდა თავდამსხმელი ვილი სანიოლიმ საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამოიძახა. ჩვენი ინფორმაციით, მიქაუტაძე მალე ისევ იჯარით გადავა „სერენში“, სადაც თავის შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს და რომელსაც ზეპირად იცნობს, რადგან გასულ სეზონში მის აღმასვლაში აქტიურად მონაწილეობდა. ზაფხულში „მეცში“ დაბრუნდა. მაგრამ მიქაუტაძე არ იყო დარწმუნებული, რომ „მეცში“ მუდმივი სათამაშო დრო ექნებოდა. მეორეს მხრივ, „სერენიც“ მზადაა, რომ მეტი სათამაშო დრო მისცეს და შესაბამისად, თავდამსხმელს დაეხმაროს“.

ფრანგული გამოცემის ცნობით, ქართველს სათადარიგოებში გაჩერება არ სურს:

„შთამბეჭდავი სტატისტიკის მიუხედავად, მიქაუტაძემ ახალ სეზონში „მეცში“ მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა. ამ შაბათ-კვირას, 20 წლის ქართველ თავდამსხმელს „მეცის“ სარეზერვო შემადგენლობის შევსებაც კი მოუხდა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მიქაუტაძე მალე ისევ იჯარით გადავა „სერენში“, რომელიც ბელგიის მთავარ საფეხბურთო ლიგაში სწორედ გიორგის კარგი თამაშის წყალობით დაწინაურდა – ქართველი სეზონის და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა“.