ფრანგული გამოცემა - მიქაუტაძე „ლიონის“ სატრანსფერო სიაშია #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - მიქაუტაძე „ლიონის“ სატრანსფერო სიაშია #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძით ინტერესდება „ლიონი“, რომლის საფეხბურთო აკადემიაშიც იზრდებოდა. „აიაქსის“ თავდამსხმელი კვლავ მშობლიური კლუბის სკაუტების ობიექტივში მოხვდა და შესაძლოა, მოლაპარაკება ზაფხულში დაიწყოს, – ამტკიცებს გამოცემა Livefoot.

„ლიგა 1-ში ზამთრის პერიოდში გიორგი მიქაუტაძეზე უკეთესი შენაძენის პოვნა რთულია. ქართველი თავდამსხმელი მარტო ცდილობს „მეცს“ ჩემპიონატში ადგილი შეუნარჩუნოს. გამორჩეული თამაშები ადასტურებს პოტენციალს თავდამსხმელის, რომელსაც კონტრაქტი აკავშირებს ამსტერდამის „აიაქსთან“ და ფრანგულ კლუბში იჯარით ივნისამდეა. თუმცა, ზაფხულში მისი ნიდერლანდებში დაბრუნება გადაწყვეტილი არ არის.

შეტევის ახალი ვარიანტი „ლიონისთვის“

დიდია ალბათობა, რომ გიორგი მიქაუტაძე ზაფხულში კლუბს ისევ შეიცვლის. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი ყოფილი კლუბი „ლიონი“ ქართველის განვითარებას ყურადღებით აკვირდება. კლუბი გასულ ზაფხულშიც ცდილობდნენ მის დაბრუნებას და ახლაც ცდილობს, რომ სახლში ჩამოიყვანოს. ამ ინტერესმა გულგრილი არ დატოვა მოთამაშე და მისი გარშემოცვა.

„აიაქსმა“ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

გასულ ზაფხულს, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერში ამსტერდამის „აიაქსმა“ 16 მილიონი ევრო დახარჯა. ტრანსფერმა არ გაამართლა და თავდამსხმელი ზამთარში დაბრუნდა 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით „მეცში“, რომლისთვისაც ეს დიდი თანხაა. თუ კლუბი ლიგა1-ში ადგილს ვერ შეინარჩუნებს, ამ შესაძლებლობის გააქტიურება გაძნელდება, მაგრამ ეს შანსი შეიძლება გამოიყენოს „ლიონმა“, რომელიც ზამთარში მიქაუტაძის დამატებას უკვე ცდილობდა“, – წერს Livefoot.