ფრანგული გამოცემა - „მეცი“ გიორგი აბუაშვილს გამოისყიდის #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - „მეცი“ გიორგი აბუაშვილს გამოისყიდის #1TVSPORT

„მეცი“ გიორგი აბუაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს და ქართველ ლეგიონერთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს, – ინფორმაციას Team Grenat-ი ავრცელებს.

23 წლის ქართველი თავდამსხმელი „მეცმა“ 2025 წლის ზაფხულში ფოთის „კოლხეთიდან“ იჯარით დაიმატა. საფრანგეთის ლიგა 1-დან დაქვეითების შემდეგ, გუნდში საკადრო ცვლილებები დაიწყო და ბევრი მოთამაშე წავიდა, მათ შორის – გიორგი წიტაიშვილი.

მიუხედავად ამისა, „მეცის“ მენეჯმენტს აბუაშვილის დატოვება სურს და აქედან გამომდინარე, ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებით ისარგებლებს. გამოცემა L’Équipe-ის მტკიცებით, შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს კლუბის სურვილია.

გიორგი აბუაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდთან ერთად 2019 და 2020 წლებში საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2021 წლის ივლისში ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „პორტუსთან“, თუმცა მხოლოდ სარეზერვო და 19-წლამდელთა გუნდებში თამაშობდა.

სათამაშო დროის ნაკლებობის გამო, აბუაშვილი 2023 წლის აგვისტოში რუმინულ „პეტროლულში“ გადავიდა. 2024 წლის თებერვალში იგი „კოლხეთი 1913“-ში ჩაირიცხა, ხოლო დეკემბერში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიაზე, სეზონის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს.

აბუაშვილი ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, 21-წლამდელთა ნაკრებში კი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სამივე შეხვედრა ჩაატარა და გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.