ფრანგული გამოცემა | „მეცი“ გიორგი აბუაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვას გეგმავს #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა | „მეცი“ გიორგი აბუაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვას გეგმავს #1TVSPORT

„მეცი“ ფოთის „კოლხეთიდან“ გიორგი აბუაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვას გეგმავს. თუ გარიგება შეგდება, 23 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი „მეცის“ პირველი ოფიციალური ახალწვეული გახდება – ინფორმაციას Morning-foot-ი ავრცელებს.

„ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, „მეცის“ სპორტული ხელმძღვანელობა გიორგი აბუაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვაზე ფიქრობს. Transfermarkt-ზე აბუაშვილის ფასი 1.2 მილიონი ევროა. „მეცთან“ მისი საიჯარო ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისს სრულდება.

ანატლიტიკური პროგრამა​-ის, Data’Scout-ის ანგარიშის მიხედვით, აბუაშვილის ფიზიკური მახასიათებლებით ერთ-ერთი გამორჩეულია და ამ კუთხით შეუძლია, „მეცის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.

„აბუაშვილი დასრულებულ სეზონში საშუალოდ 34 წუთი თამაშობდა, სათამაშო დროის გაზრდასთან ერთად, მისი მაჩვენებლები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. მცირე სათამაშო დროის გათვალისწინებით, გასულ სეზონში გატანილი ორი გოლი იმის ნიშანია, რომ მეტოქის საჯარიმოშიც ეფექტურია. სრული სათამაშო დროის პირობებში კი აქვს უნარი, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ის გამორჩეული მოთამაშე გახდეს.

აბუაშვილი ლიგა 1-ში გამოირჩეოდა სპრინტების რაოდენობითა და დაფარული მანძილით, ასეთი მონაცემებით ლიგა 2-ში კიდევ უფრო წარმატებული იქნება. „მეცისთვის“, რომელიც მიზნად ლიგა 1-ში დაბრუნებას ისახავს, ასეთი მოთამაშის დამატება იმედის მომცემი იქნება“.