ფრანგული გამოცემა - „ლიონში“ მიქაუტაძის ტრანსფერზე ფიქრობენ #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - „ლიონში“ მიქაუტაძის ტრანსფერზე ფიქრობენ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, შესაძლოა, „ლიონში“ ნიგერიელი გიფტ ორბანი შეცვალოს, რომლის თამაშითაც გუნდში იმედგაცრუებულნი არიან – ინფორმაციას გამოცემა Jeunes Footeux-ი ავრცელებს.

„ლიონი“ ზაფხულში გიფტ ორბანს გაუშვებს, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი დაჯავშნილია?

„მიუხედავად იმისა, რომ ლიგა 1-ის 30-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგელობაში კილიან მბაპე, უსმან დემბელე, ლუკას ერნანდესი და ნუნო მენდეში არ თამაშობდნენ, „ლიონი“ „პარკ დე პრენსზე“ პარიზელებთან მაინც 1:4 დამარცხდა.

„ლიონს“ გოლის გატანის შანსები ჰქონდა, კარში პსჟ-ზე მეტჯერაც დაარტყა. ლიონელთა შემადგენლობაში იმედები ისევ ვერ გაამართლა 21 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა, გიფტ ორბანმა, რომელიც მოედანზე 68-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად შევიდა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა.

გასაკვირი არ იქნება, თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ლიონი“ ორბანის გუნდიდან გაშვებას შეეცდება. ეს აუცილებელიცაა, რათა გზა გაეხსნას გიორგი მიქაუტაძეს – „ლიონის“ სპორტულ დირექტორი დევიდ ფრიო ბოლო დროს ამ ტრანსფერზე ფიქრობს.

საქართველოს ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად „მეცში“ თამაშობს, შესანიშნავ ფორმაშია – მიმდინარე სეზონის 17 მატჩში 10 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მიქაუტაძემ პირველი ნაბიჯები ფეხბურთში „გერლანდში“ გადადგა, შემდეგ კი „ლიონის“ აკადემიაში მოხვდა. ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის სანაცვლოდ „ლიონს“ დაახლოებით 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს“, – წერს გამოცემა Jeunes Footeux-ი.