ფრანგული გამოცემა – „ლიონმა“ მიქაუტაძის ტრანსფერზე „გალათასარაის“ კიდევ ერთი შეთავაზება უარყო #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა – „ლიონმა“ მიქაუტაძის ტრანსფერზე „გალათასარაის“ კიდევ ერთი შეთავაზება უარყო #1TVSPORT

ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე „გალათასარაის“ 21-მილიონიანი შეთავაზება უარყო – ინფორმაციას Telefoot-ის ჟურნალისტი საბერ დესფარგა ავრცელებს.

„საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონმა“ სეზონის დაწყებამდე 18,5 მილიონ ევროდ შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში თავის გამოჩენა უჭირდა, შემდეგ შეძლო თავისი შანსები გამოეყენებინა, შედეგად შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ლიონს“ ფინანსური პრობლემების გამო, DNCG-მა (ფრანგული ფეხბურთის ფინანსური მაკონტროლებელი ორგანო) კლუბს საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშის უფლება დროებით (სეზონის ბოლომდე), პრობლემის მოგვარებამდე დართო. ამის გამო გაჩნდა განცდა, რომ კლუბი დავალიანების გასასტუმრებლად მოთამაშეებს ტრანსფერზე დააყენებდა.

თუმცა, ლიონელებს მიქაუტაძის შენარჩუნება სურთ – მას ალექსანდრ ლაკაზეტის (33) შემცვლელად მოიაზრებენ, რომელსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება და, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს. ამიტომ, „ლიონს“ უფრო სოლიდური შეთავაზება დასჭირდება, რათა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს დასთანხმდეს.

ამავე დროს, ცნობილია, რომ „გალათასარაი“ არაა ერთადერთი კლუბი, რომელიც ქართველი თავდამსხმელით ინტერესდება. მას სხვა კლუბებიც იწვევენ. მაგალითად, ცნობილია, რომ მიქაუტაძის შეძენა „ევერტონსა“ და „ლევერკუზენსაც“ სურთ და მათი ინტერესი ბოლო დროს კიდევ უფრო გაიზარდა“, – Telefoot-ის ჟურნალისტი საბერ დესფარგა.