ფრანგული გამოცემა კვარაცხელიაზე - პსჟ-ს ახალი ვარსკვლავი უახლოვდება #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა კვარაცხელიაზე - პსჟ-ს ახალი ვარსკვლავი უახლოვდება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ ფრანგულ პსჟ-ში გადასვლის შესახებ ფრანგული გამოცემა French Football Weekly წერილს აქვეყნებს.

პსჟ-ს ახალი ვარსკვლავი უახლოვდება

„მომავალი ზაფხულის ტრანსფერებისთვის პსჟ აქედანვე ემზადება და განსაკუთრებით „ნაპოლის“ თავდამსხმელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ამახვილებს ყურადღებას. კილიან მბაპე, დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს, „პარი სენ-ჟერმენი“ მის შემცვლელს ეძებს. პარიზული კლუბის მეპატრონეები, თავდამსხმელის გარდა, ცენტრალური მცველისა და ნახევარმცველის დამატებასაც გეგმავენ.

ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი ფეხბურთელის სახელმა გაიჟღერა. ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის თქმით, გრანდები ქართველის ტრანსფერით ინტერესდებიან.

„რა თქმა უნდა, დიდი კლუბების მხრიდან ხვიჩას მიმართ ინტერესი არის, მაისში უფრო ბევრი რამ გაირკვევა“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრის დროს.

თუმცა, „ნაპოლისთან“ შეთანხმება ადვილი არ იქნება, რადგან კვარაცელიას მათთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული და კლუბი მის ტრანსფერს დაახლოებით 100 მილიონ ევროდ აფასებს“, – წერს ფრანგული გამოცემა.