ფრანგული გამოცემა - კვარაცხელიამ სამაგალითო მატჩი ჩაატარა, ასეთი გვახსოვს ის „ნაპოლიდან“ #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - კვარაცხელიამ სამაგალითო მატჩი ჩაატარა, ასეთი გვახსოვს ის „ნაპოლიდან“ #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ში „რენთან“ დუბლი შეასრულა და „პარი სენ-ჟერმენში“ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი წერს.

„ლიგა 1-ში „პარი სენ-ჟერმენისა“ და „რენის“ მატჩს ეთან მბაპე (კილიან მბაპეს ძმა) დაესწრო, რომელიც „პარკ დე პრენსზე“ თავისი ყოფილი კლუბის მხარდასაჭერად იმყოფებოდა და პარიზის სტადიონზე იხილა არა ის, თუ როგორ ანთებდა მოედანზე ცეცხლს მის უფროსი ძმა, არამედ სხვა 7 ნომერი – ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც შვიდნომრიანი მაისური კილიანისგან იანვარში ერგო.

ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. პარიზული კლუბის მაისურით პირველი დუბლის ავტორი პარიზელების წარმატების ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იყო.

კვარაცხელია ევროპულ ასპარეზზე უფრო შთაგონებულია, იქ მან 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. საფრანგეთის ჩემპიონატში კი ნაკლებად შედეგიანი და არასტაბილურია.

„პარკ დე პრენსზე“ 2025 წლის ბოლო მატჩში ქართველმა უდავოდ სეზონის პირველი ნახევრის საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა, ისეთი, როგორიც „ნაპოლის“ შემადგენლობაში გვახსოვს ჩემპიონთა ლიგისა თუ სერია A-ს შესანიშნავი საღამოებიდან.

„რენთან“ მას გასახურებლად ოცი წუთი დასჭირდა, თუმცა ამ პერიოდშიც მარცხენა ფრთაზე ​პრჟემისლავ ფრანკოვსკი ცრუმოძრაობებით გააწამა. მას შემდეგ კი რაც გოლი გაიტანა, ბოლომდე გაიხსნა. ეს მის კარიერაში მეათე დუბლი იყო, რომელიც საშობაო საჩუქარს ჰგავდა. ახლა მთავარია, რომ ეს საჩუქარი „კვარადონას“ საბოლოო გამოღვიძების წინაპირობა გახდეს“, – ვკითხულობთ ფრანგულ გამოცემაში.