ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ - „პარი სენ-ჟერმენმა“ კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლისთან“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, „ეკიპის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ნაპოლის“ შორის ხვიჩა კვარაცხელას ტრანსფერთან დაკავშირებით პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს პერიოდში ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.
„პსჟ-მა და „ნაპოლიმ“ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს – გარიგებაში იტალიური კლუბი დაახლოებით 70 მილიონ ევროს მიიღებს (ბონუსების გარეშე). ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებამდე საორგანიზაციო და იურიდიული დეტალები დარჩა მოსაგვარებელი, რომლის შემდეგაც ქართველი თავდამსხმელი პარიზში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს“, – იუწყება „ეკიპი“.
გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას, რომლის ხელფასი „ნაპოლიში“ 1,2 მილიონი ევრო იყო, „პარი სენ-ჟერმენი“ წელიწადში რვა მილიონ ევროს გადაუხდის.
საქართველოს ნაკრების ლიდერი „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ (სადაც სამი თვე ითამაშა) 10 მილიონი ევროს საფასურად გადავიდა.