ფრანგული გამოცემა – დემბელეს მიერ კვარაცხელიას მხარდაჭერა მბაპესადმი დამოკიდებულებაზე მიანიშნებს #1TVSPORT

22:01, 21.09.2026

„ოქროს ბურთის“ მომავალ მფლობელზე უსმან დემბელეს განცხადება, შესაძლოა, სულაც არ იყოს უწყინარი, – ამის შესახებ გამოცემა L’Equipe წერს.

რა იგულისხმება ამაში? პოპულარული ფრანგული გაზეთის სტატიაში საინტერესო მინიშნებაა.

„უსმან დემბელეს განცხადება „ოქროს ბურთის“ შესაძლო მფლობელზე, შესაძლოა, სულაც არ იყოს უწყინარი. სულ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში დემბელემ განაცხადა, რომ კვარაცხელია ამ ჯილდოს იმსახურებს. ეს შეიძლება კვლავ კილიან მბაპეს მიმართ დამოკიდებულებაზე გაკეთებულ მინიშნებად აღიქმებოდეს“, – წერს გამოცემა.

უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის საჯაროდ ერთმანეთს უცხადებენ მხარდაჭერას, მაშინ როცა კიდევ ერთი კანდიდატი, კილიან მბაპე, საფრანგეთის ნაკრებში დემბელეს თანაგუნდელია.

მსგავსი