ფრანგული გამოცემა - დავითაშვილს იტალიაში იწვევენ, მაგრამ „ბორდომ“ ცხრა მილიონზე უარი თქვა #1TVSPORT
ფრანგული გამოცემა - დავითაშვილს იტალიაში იწვევენ, მაგრამ „ბორდომ“ ცხრა მილიონზე უარი თქვა #1TVSPORT

„ბორდომ“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე წინადადება მიიღო, ჟირონდელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ ცხრა მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ კლუბმა უარი თქვა, – ინფორმაციას France Bleu Gironde ავრცელებს.

„წამყვან ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმებით „ბორდოს“ ხელმძღვანელობამ ახალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტების მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

France Bleu Gironde-სთვის ცნობილი გახდა, რომ „ბორდოს“ დირექტორთა საბჭომ ქართველი ფეხბურთელის, 22 წლის ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო.

ზურიკოს კონტრაქტი „ბორდოსთან“ 2027 წლამდე აკავშირებს. ერთ-ერთმა იტალიურმა კლუბმა ფრანგებს ტრანსფერში ცხრა მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ „ბორდომ“ უარი თქვა. „ტრანსფერმარკტის“ მიხედვით, დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება სამი მილიონი ევროა“, – წერს ვებგვერდი France Bleu Gironde.