ფრანგული გამოცემა - „ბორდოს“ მოსაგებად გენიოსის აფეთქება დასჭირდა და ეს დავითაშვილმა შეძლო [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი ყველა ფრანგულმა გამოცემამ „ბორდო“- „დიჟონის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ქართველმა ფეხბურთელმა ცნობილი კლუბის ფორმით სადებიუტო შეხვედრაში 87-ე წუთზე გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვებით ლიგა 2-ში ლიდერობა დაუბრუნა. გოლის სილამაზის გარდა, ფრანგულმა გამოცემებმა ქართველი შემტევი ნახევარმცველის ხასიათსა და ტაქტიკური განათლებას გაუსვეს ხაზი.

„webgirondins – თავი არ დაუკარგავს

ზურიკო დავითაშვილის – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის პირველი წარმატებული გამოსვლა „ბორდოში“. მას 18-მეტრიანი დისტანციიდან ორი შანსი ჰქონდა, რომელიც პირველ ტაიმში ვერ გამოიყენა. თუმცა თავი არ დაუკარგავს და მარცხენა ფეხიდან ძლიერი დარტყმით „ბორდოს“ მეორე გოლი მოუტანა. ასევე გასათვალისწინებელია მისი ტაქტიკური დისციპლინა მთელი თამაშის განმავლობაში“ – წერს  webgirondins.

ამავე დროს,  დაიწყო გამოკითხვა გულშემატკივრებში ერთი შეკიხვით – „დაასახელეთ „დიჟონის“ წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშე“, სადაც დავითაშვილი 59% ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფი მოთამაშე (13%) მას დიდი სხვაობით ჩამორჩება.

girondins4ever – ზურიკომ შოუ მოაწყო

ბორდომ“ლიგა 2-ის მე-9 მატჩში „დიჟონს“  უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ანგარიში არ ასახავს მატჩის შინაარსს, მაგრამ სამი ქულაა მნიშვნელოვანია. გუნდის ახალწვეულის, ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავმა დარტყმამ ნაყოფი გამოიღო და განწყობა დაუბრუნა „ბორდოს“, რომელიც ლიგა 2-ის ლიდერი გახდა“.

კიდევ ერთმა ფრანგულმა გამოცემამ „ბორდო“- „დიჟონის“ შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს შეფასებები დაუწერა და საუკეთესო ქულა (7) მხოლოდ მეკარე გაეტან პუსინისა და დავითაშვილის გრაფაში ჩაწერა.

Francebleu – გენიოსის აფეთქება

ბორდომ“ „დიჟონი“დაამარცხა. „ჟირონდინების“ გამარჯვების გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. „ბორდოს“ „დიჟონის“ ხაფანგიდან გამოსაყვანად გენიოსის აფეთქება დასჭირდა და ამ თამაშში გარდატეხის შეტანა ახალწვეულმა ზურიკო დავითაშვილმა  87-ე წუთზე შეძლო! ქართველმა გარემარბმა, ნამდვილმა ელექტრო ბატარეამ, შესანიშნავი რეიდი დააგვირგვინა. „ჟირონდინები“ წავიდნენ შეტევაში გულით და შემართებით, ზურიკომ კი არაჩვეულებრივი გოლით მიზანს მიაღწია. არ ვიცი, როგორ ახერხებს ამას, მაგრამ მშვენივრად გამოუვიდა!”.